თეგი: საფრანგეთის ელჩი

დიეგო კოლასი: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, ისევე როგორც უკრაინისა და მოლდოვის დამოუკიდებლობას. ეს არის სუვერენული ქვეყნების არჩევანი და ამის ხელყოფა მიუღებელია

საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთანებულ სხდომაზე საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დიეგო კოლასს მოუსმინეს. სიტყვით გამოსვლისას დიპლომატმა რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ სამხედრო აგრესიაზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთი, თავისი მიზნების მისაღწევად, არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. „ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი -  ეს არის რუსეთის და ბელორუსიის ომი უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ვართ უკრაინის პარტნიორები და უზრუნველვყოფთ ყველანაირ  მხარდაჭერას მათ შორის სამხედრო მხარდაჭერას, ასევ, შეიარაღების უზრუნველყოფას რათა დავეხმაროთ ჩვენს მეგობარს.“ - განაცხადა დიეგო კოლასმა. ელჩმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ რუსეთის მიმართ სექტორული მიმართულებებით დაწესებულ სანქციებზე და იზოლირების სტრატეგიაზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ამ კოლექტიური ძალისხმევის ნაწილია. „ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, ისევე როგორც უკრაინისა და მოლდოვის დამოუკიდებლობას. ეს არის სუვერენული ქვეყნების არჩევანი და ამის ხელყოფა მიუღებელია“, - განაცხადა ელჩმა. მისი თქმით, საქართველოს და საფრანგეთს აქვს ახლო კოორდინაცია არსებული კრიზისის მიმართ. „ჩვენ ერთად მივაღწიეთ ძალიან კარგ შედეგებს. კარგად გვესმის, რომ საქართველო გრძნობს საკუთარ მოწყვლადობას და ახორციელებს ფრთხილ ქმედებებს. საქართველო თავისი სიტყვებით და ქმედებებით ადასტურებს სურვილს, რომ ამ კოლექტიურ ძალისხმევაში თავისი მნიშვნელოვანი როლი შეიტანოს.“ - განაცხადა მომხსენებელმა. ელჩმა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განცხადებაზეც ისაუბრა. „ჩემი შეხედულებით, უკრაინასთან ერთად, საქართველოს და მოლდოვის მიერ განაცხადის გაკეთება იყო სწორი გადაწყვეტილება. ევროპული კომისიისგან მოსაზრების მოთხოვნა ეს არის პოლიტიკურად ერთ-ერთი პოზიტიური წინსვლის გზა“, - განაცხადა დიეგო კოლასმა. დიპლომატმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, თავდაცვისუნარიანობის საქმიანობაში მონაწილეობისთვის.

შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დიეგო კოლასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატება უსურვა მის მომავალ საქმიანობაში. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებასა და მიმდინარე რეფორმებზე. დიეგო კოლასმა წარმატება უსურვა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.  

ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს, შერაზ გასრის შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. „აღინიშნა, რომ საფრანგეთი საქართველოს მეგობარი და საიმედო პარტნიორია. მთავრობის მეთაურმა საფრანგეთის ელჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის მიმართ. აღინიშნა, რომ საქართველო გააგრძელებს ევროპული ღირებულებების მხარდაჭერას და კონსტრუქციულ როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.